10:15 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-08 18:54:08, 1949 ნახვა

პოლიტიკა
ლუკ კოფი: ჩემი წინადადება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს

„ჩემი წინადადება არც ერთ შემთხვევაში არ აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ“, - ამის შესახებ Heritage-ის ფონდის საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორმა ლუკ კოფიმ განაცხადა.

„ამ ანგარიშის დაწერა გადავწყვიტე არა მხოლოდ იმის გამო, რომ 2018 წელს სრულდება საქართველოში რუსეთის შემოჭრის 10 წლისთავი, არამედ ბუქარესტის სამიტისაც. ჩემი აზრით ახლა არის საუკეთესო დრო რომ ახლებურად ვიფიქროთ, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოსა და ნატოს ერთმანეთთან დაახლოება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი წინადადება არცერთ შემთხვევაში არ აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ძალის არგამოყენების პირობა, ამიტომ არ მგონია გვჭირდებოდეს ნატო-ს წევრობის საკითხის გართულება მე-5 მუხლთან დაკავშირებული დებატებით. თქვენ არ გჭირდებათ მე-5 მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხოების გარანტია ოკუპირებული რეგიონებისთვის. როდესაც ოკუპაცია მშვიდობიანი გზებით დასრულდება, შემდეგ უკვე შეიძლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მე-5 მუხლში შეტანა. ჩემი აზრით, ეს ინიციატივა არის რეალისტური გზა საქართველოს ნატო-სთან დასაახლოვებლად“, - განაცხადა ლუკ კოფიმ.

ცნობისთვის, ლუკ კოფიმ Heritage-ის ფონდის სტატიაში გამოთქვა რეკომენდაცია, რომ საქართველო დაჩქარებულად გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და კოლექტიური თავდაცვის შესახებ მე-5 მუხლი ოკუპირებულ რეგიონებზე დროებით არ გავრცელდეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics