10:15 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-08 16:33:06, 2523 ნახვა

პოლიტიკა
გერმანიაში, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მთავრობა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს

გერმანიის ერთ-ერთი მიწის, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს. ამის შესახებ WDR იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, რეგიონის მთავრობა უვიზო მიმოსვლის გაუქმების მოთხოვნის მიზეზად საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას ასახელებს. ადგილობრივი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ თავშესაფრის მაძიებელტა მიმართ ზომები უნდა გამკაცრდეს.

ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის ინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა იოაჰიმ შტამპმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების კამპანია უკვე წამოიწყო.

მედიის ცნობით, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიაში სულ უფრო მეტი ქართველი ჩადის, თუმცა მათ გერმანიაში დარჩენის არანაირი პერსპექტივა არ აქვთ.

WDR წერს, რომ რეგიონში საქართველოს მოქალაქეებთან გარკვეული პრობლემები იქმნება.

„პოლიციის ინფორმაციით, ლტოლვილთა ბანაკ ორლინგსჰაუზენში კრიმინალური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. აღნიშნულ ბანაკში მცხოვრებთა ნაწილი საქართველოს მოქალაქეები არიან", - წერს მედია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics