21:41 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-08 12:11:57, 1679 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი აუდიტორია 115-ს: თქვენთან კომუნიკაციაზე უარი არასდროს მითქვამს, ახლაც მოვედი და დაცვა საერთოდ არ მჭირდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს, მორიგი ინციდენტი მოხდა.

იმ დროს, როცა პრემიერი უნივერსიტეტის შენობას ტოვებდა, აუდიტორია 115-ის წევრებმა დარბაზში შესვლაზე მათთვის  უარის თქმა გააპროტესტეს და პრემიერი გააკრიტიკეს.

"დაცვის გარეშე ვერ დადიხართ?",-მიაძახეს პრემიერს სტუდენტებმა.

"ვინ ვერ დადის დაცვის გარეშე? მოდით, დავილაპარაკოთ",-გამოეხმაურა გიორგი კვირიკაშვილი და მათგან პირადად მოისმინა პროტესტის მიზეზი, რომ დარბაზში სტუდენტები არ შეუშვეს.

კვირიკაშვილის თქმით, სიის შედგენა მის მიერ არ მომხდარა, მაგრამ როგორც აქვს ინფორმაცია, აუდიტორია 115-ის წარმომადგენელები ესწრებოდნენ ღონისძიებას, რაც სტუდენტებმა უარყვეს.

კვირიკაშვილის განცხადებით, მას სტუდენტებთან კომუნიკაციაზე უარი არასდროს უთქვამს და არც დაცვა სჭირდება:

"ძალიან უხერხულია.მე არასდროს თქვენთან კომუნიკაციაზე უარი არ მითქვამს, ახლაც მოვედი, მაშინაც მოვედი და საერთოდ არ მჭირდება დაცვა",-მიმართა აუდიტორია 115-ის წევრებს პრემიერმა. "ყოველ კომუნიკაციას თან ახლდა უფრო და უფრო ნდობის გაციება თქვენსა და ჩვენს შორის, რადგან ვიღებდით დაპირებებს, რომელსაც არ ასრულებდით. თქვენ ხართ სივრცეში, რომელიც შეიქმნა თავისუფლებისა და თანასწორობის იდეაზე და დღეს თანასწორობის ვერანაირი მაგალითი ვერ დავინახეთ.სტუდენტები იყვნენ გარეთ და თქვენ-პოლიტიკური ელიტა იყავით შიგნით ",-უპასუხეს გიორგი კვირიკაშვილს სტუდენტებმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics