|
2018-02-08 09:41:31, 1735 ნახვა
პოლიტიკა
კონგრესმენი დევიდ პრაისი: საქართველო საერთაშორისო დონეზე მოწინავე როლს ასრულებს
„ჩვენ არასოდეს გვქონია იმაზე ნაყოფიერი ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, ვიდრე ეს საქართველოსთან გვაქვს",- ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარემ, დევიდ პრაისმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა. კონგრესმენმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან მეგობრობას დიდად აფასებს. „ჩვენ საქართველოს მეგობრები ვართ იმ ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც წლების განმავლობაში ავაშენეთ - განსაკუთრებით, კი საქართველოს პარლამენტის წევრებთან. გვახსოვს, რისკენ მიისწრაფვის საქართველო. ის მეგობრობა, რომელიც გვაკავშირებს და სოლიდარობა, რომელსაც ჩვენი საერთო ღირებულებების საფუძველზე ვგრძნობთ, დემოკრატიის, ჩვენი მოქალაქეებისთვის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და ეფექტური წარმომადგენლობითი ინსტიტუტის ჩამოყალიბების სურვილი - ეს არის ის საკვანძო ფაქტორები, რომელზეც დგას დემოკრატია", - განაცხადა დევიდ პრაისმა. მისი თქმით, საქართველოს ამ ყველაფრის განხორციელება რთულ სამეზობლოში, ტერიტორიების ოკუპაციის ფონზე უხდება. „ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ამ ყველაფრის განხორციელება რთულ გარემოში უწევს, იმ სამეზობლოში, სადაც არიან ავტოკრატიული ქვეყნები და იმ მეზობლის ფონზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის თითქმის მეოთხედი და წარმოადგენს მუდმივ საფრთხეს. ეს ნამდვილად რთული გარემოა და ამიტომ, ვაფასებთ, რომ ქართველი ხალხი, ყველა პოლიტიკური სპექტრიდან, მუდმივად ისწრაფვის თავისუფლებისაკენ და გამოხატავს თვით გამორკვევის წარმოუდგენლად ძლიერ სურვილს. საქართველოს აქვს უნარი, განსაზღვროს საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური კურსი იმისთვის, რომ გახდეს ევროპის ნაწილი. თვითგამორკვევა ფუნდამენტური საკითხია. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ",- განაცხადა კონგრესმენმა. აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარემ პარლამენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხალხისა და ეროვნული ინტერესების მხარდასაჭერად აუცილებელია ძლიერი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. დევიდ პრაისმა დემოკრატიული პარტნიორობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების მხარდაჭერა გაგრძელდება. „გვესმის, რომ პარლამენტის წევრებისათვის მნიშვნელოვანია, იყვნენ უფრო მეტად ეფექტურები, უფრო გამოცდილები, რომ პარლამენტი იყოს უფრო ეფექტური იყოს და ეს არის ჩვენი კრიტერიუმი. ჩვენ არასოდეს გვქონია იმაზე ნაყოფიერი ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, ვიდრე საქართველოსთან. ჩვენ ვიმუშავებთ თქვენს ქვეყანაში პარლამენტის დონეზეც, მოგიწვევთ თქვენც, ჩავატარებთ სემინარებს. ვცდილობთ, ავაშენოთ ინსტიტუტები, განვავითაროთ დემოკრატია და ეს ბევრ მუშაობასა და თავდადებას მოითხოვს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა დემოკრატიისათვის. თუმცა, ასევე გადამწყვეტია ის, თუ რა ხდება არჩევნებს შორის. თუკი პარლამენტი ეფექტურია, მაშინ უფრო მეტი შანსი გაქვთ, ემსახუროთ ხალხს და მიიღოთ სტაბილური, უსაფრთხო და გრძელვადიანი დემოკრატია. გვსურს, საქართველოში ვიხილოთ ასეთი ტიპის ინსტიტუციური გაძლიერება და მზად ვართ შემდგომი თანამშრომლობისათვის. ბატონო თავმჯდომარევ, ასეთი ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობას მოგახსენებთ იმ მოწინავე როლისათვის, რომელსაც საქართველო ასრულებს საერთაშორისო დონეზე და მადლობას გიხდით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობისთვის",- განაცხადა კონგრესმენმა სიტყვით გამოსვლისას. მიღებას, რომელიც ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გაიმართა, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარემ, დევიდ პრაისმა უმასპინძლა. ღონისძიებას კონგრესისა და სენატის წევრები, ასევე, ექსპერტები ესწრებოდნენ. კონგრესმენის განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)