03:18 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 17:44:21, 2667 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის 64 ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

თურქეთის სასამართლომ 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით სამხედრო სასწავლებლის 64 დაკავებულ პედაგოგსა და კურსანტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, - ამის შესახებ Anadolu იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, საქმეში ბრალდებული 100 პირი სასამართლომ გაამართლა.

მედიის ცნობით, 8 პედაგოგს და 156 კურსანტს ბრალი იმაში ედებოდა, რომ ისინი ანკარაში მდებარე თურქეთის შეიარაღებული გენშტაბის შენობასთან ვერტმფრენებით მივიდნენ და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობა მიიღეს.

ცნობისთვის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის სამუდამო პატიმრობა კიდევ 28 პირს აქვს მისჯილი.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რის შედეგადაც 249 ადამიანი დაიღუპა, 2 200 კი მძიმედ დაშავდა. თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს. გიულენი ამერიკის შტატ პენსილვანიაში ცხოვრობს და თურქეთი მის ექსტრადირებას ითხოვს. შტატები ექსტრადირებაზე უარს აცხადებენ. რაც შეეხება გიულენს ის ბრალს არ აღიარებს. გარდა ამისა, გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით დაიხურა ათობით სკოლა და უნივირსიტეტი, ასევე რამდენიმე მედია საშუალება. პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განკარგულებით სამსახურიდან დაითხოვეს ათასობით ადამიანი, ამასთან 15 ათასამდე მასწავლებელი, 6 ათასამდე სამართალდამცველი და 100-მდე ჟურნალისტი დააპატიმრეს, გიულენთან კავშირის ბრალდებით. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics