10:15 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 16:43:12, 1996 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა ლუკ კოფთან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ორგანიზაციის Heritage Foundation "დუგლას და სარა ელისონების სახელობის საგარეო პოლიტიკის შემსწავლელი ცენტრის" დირექტორი ლუკ კოფი მიიღო.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ დახურულ შეხვედრაზე, რომელსაც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ, განიხილეს საქართველო - ამერიკის ურთიერთობების განვითარებისა და ნატო - საქართველოს ურთიერთობის საკითხები, ამერიკის როლი ამ პოლიტიკური ინტეგრაციის დაჩქარების პროცესში და ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც ხელს შეუწყობს საქართველოს ნატოში გაწევრიანების დღის წესრიგის გამყარებას.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, შეხვედრის მიზანი იმ საკითხების განხილვა იყო, რომელიც დღეს აქტუალურია საქართველო - ამერიკის ურთიერთობებში.

"პირველ რიგში, ეს არის ნატოში საქართველოს პოლიტიკური ინტეგრაცია და ამერიკის როლი ამ პოლიტიკური ინტეგრაციის დაჩქარების პროცესში. ლუკ კოფი წარმოადგენს დღეს აშშ-ი ერთ - ერთ ყველაზე უფრო გავლენიან, აკადემიურ ორგანიზაციას, რომლის რეკომენდაციები ამერიკის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მიმართებაში ძალიან ხშირადაა გათვალისწინებული", - აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics