|
2018-02-07 15:42:55, 1593 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორ გიორგი ბაიდარაშვილთან ერთად, ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ამ ეტაპზე, ორბელიანის მოედანზე, ფხოვის N3-სა და ფურცელაძის N18-ში არსებული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს, რომლის ადგილზეც ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდება. პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულდა მტკვრისა და ვირსალაძის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები. კერძოდ, მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაიგო ასფალტის ახალი საფარი. თბილისის მერის განცხადებით, ორბელიანის მოედანზე სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ, დედაქალაქს კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი შეემატება. „ეს დედაქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება. 18 შენობა-ნაგებობიდან 13 ისტორიული ძეგლია. ეს ის სიმდიდრეა, რომელიც ჩვენს ქალაქს გააჩნია. ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ ყველაფერს მოვლა-პატრონობა და მოწესრიგება სჭირდება. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული. აქ მცხოვრები მოქალაქეების საცხოვრებელი ფართების ფასი კი, რეაბილიტაციის შემდეგ გაორმაგდება“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, დედაქალაქის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია მომავალშიც გაგრძელდება. „ისტორიული უბნების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მომავალშიც განვაგრძობთ. წელს გუდიაშვილის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყება და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქს საკმაოდ ბევრ რეაბილიტირებულ ქუჩასა თუ უბანს დავუტოვებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის გიორგი ბაიდარაშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, 150 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა იგეგმება. „ვემზადებით ავტოპარკინგის მშენებლობისთვის. ყველა შენობაზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ძირითადად, ძეგლებზე იწმინდება ფასადები, იხსნება დეტალები, რომელთაც საამქროში გადაიტანენ, აღდგენილი კი, ფასადებზე დაბრუნდება. ასევე, მიმდინარეობს შენობების კონსტრუქციული გამაგრება, სარდაფების დასუფთავება და კონსტრუქციული ელემენტების დამატება“, - განაცხადა გიორგი ბაიდარაშვილმა. ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება დაახლოებით, 55 მლნ ლარს შეადგენს. ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია 2018 წლის ბოლოს დასრულდება.
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)