|
2018-02-07 08:10:27, 2635 ნახვა
პოლიტიკა
პლენარული სხდომა დღეს 12:00 საათზე გაიხსნება
2018 წლის საგაზაფხულო სესია გუშინ, პარლამენტის ბიუროს სხდომით გაიხსნა. სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, 2018 წლის საგაზაფხულო სესია გახსნილად გამოაცხადა. კანონმდებლებმა 2018 წლის 7-9 თებერვლის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს. საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე კანონმდებლები პირველი და მეორე მოსმენით ათზე მეტ კანონპროექტს განიხილავენ. მათ შორის, „საქართველოს კანონის პროექტებს „იურიდიული დახმარების შესახებ", „ადვოკატთა შესახებ", „სახელმწიფო პენსიის შესახებ", „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ", „საავტომობილო გზების შესახებ" კანონპროექტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე. დეპუტატები პირველი მოსმენით განიხილავენ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ", „მაუწყებლობის შესახებ" და „საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" კანონპროექტებს. განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სარეზერვო სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი იქნება. სხდომაზე ბიურომ ასევე იმსჯელა საორგანიზაციო საკითხებზე. პლენარული სხდომა დღეს 12 საათზე გაიხსნება.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)