09:56 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-05 20:08:24, 1915 ნახვა

პოლიტიკა
„შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტის ჯანდაცვის კომიტეტზე მეორე მოსმენით განხილვა, ერთი კვირით გადაიდო

„შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა, კომიტეტის სხდომაზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თამილა ბარკალაიას თხოვნით ერთი კვირით გადაიდო. მისი განაცხადებით, გარკვეულ საკითხებზე დამატებითი კონსულტაციებია საჭიროა.

როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა, კანონპროექტის მიმართ თავის დროზე ბევრი შენიშვნა გამოითქვა,  პოზიციების შეჯერებისთვის საკმაოდ დიდი სამუშაოც ჩატარდა, ისე რომ პრინციპულ საკითხებზე პარლამენტში შეთანხმება მიღწეულია, რაზეც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებაც მეტყველებს. მან იმედი გამოთქვა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში საბოლოოდ შეჯერდებიან და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შეჯერებულ ვარიანტს გაიტანენ. მისი თქმით, კანონპროექტი ხელს შეუწყობს უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას, მასში გათვალისწინებულია როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლის  ინტერესები. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე აღნიშნულ კანონპროექტს აუცილებლად მიიღებს.

საკანონმდებლო პაკეტშია ასევე კანონპროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე".

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მოახდინა კანონპროექტის - „საქართველოს ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" ინიცირება. კანონპროექტის მიზანია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ" კანონით დადგენილი სანქციის  ამოქმედების ვადის  „თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონით დადგენილი ძირითადი ნორმის იმპლემენტაციის ვადასთან შესაბამისობაში მოყვანა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics