07:23 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-03 16:28:54, 1960 ნახვა

სამართალი
სასამართლო მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო #35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მკვლელობის მცდელობისათვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა განესაზღვრა.

„წარდგენილი ბრალის თანახმად, ა.ნ.-ს ბრალად ედება მკვლელობის მცდელობა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანებისა და ორი პირის მიმართ.

საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 31 იანვარს,  თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მდებარე ე.წ. ‘’წითელ ბაღში’’, ფიზიკური დაპირისპირებისას, ბრალდებულმა მკვლელობის განზრახვით, ნ.ც.-სა და ი.ც.-ს გულ-მკერდის მარცხენა ნახევრის არეში, დანის დარტყმით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები. 

ბრალდებულის არასრულწლოვანების გამო, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დახურულ სასამართლო სხდომაზე იმსჯელა. მიმალვის, მტკიცებულებების მოპოვებისათვის ხელის შეშლის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული პატიმრობის გამოყენებისათვის საკმარის საფუძველთა ერთობლიობა“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 7 მარტს 16:00 საათზე გაიმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics