|
2018-02-03 15:22:58, 3269 ნახვა
სამართალი
ყოფილი თანაკლასელების დაჭრაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
ე.წ. წითელ ბაღში, #35-ე სკოლის ორი მოსწავლის დაჭრაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, მუხლი (სსკ-ის 117-ე), რომლითაც არასრულწლოვანს ბრალი ჰქონდა წარდგენილი, გადაკვალიფიცირდა და ახლა მას გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. როგორც პროკურორმა თეონა გვაზავამ პროცესის დასრულების შემდეგ განმარტა, მუხლის გადაკვალიფიცირება საქმეში მოპოვებულმა მტკიცებულებათა ერთობლიობამ განაპირობა. „წარედგინა ბრალდება სსკ-ის 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნებისა და ორი პირის მიმართ. წარდგენილი ბრალდება განეკუთნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. შესაბამისად, ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს არასრულწოვანი ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე. სასამართლომ სრული მოცულობით გაითვალისწინა ბრალდების მხარის პოზიცია და აღკვეთის ღონისძიების სახით განუსაზღვრა პატიმრობა. კვალიფიკაციის შეცვლას განაპირობებს საქმეში მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, მტკიცებულებების შეფასება. გამოძიება დაწყება არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული მუხლით უნდა მომხდარიყო ბრალის წარდგენა. მტკიცებულებების შინაარსზე ვერ ვისაუბრებ არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე“,- განაცხადა პროკურორმა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ბრალდებულის ადვოკატი ირმა ჭკადუა გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპირებს. „არანაირი დამატებითი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ბრალდების მხარემ მიმართა ამ მზაკვრულ ხერხს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სასამართლოს დაეპატიმრებინა არასრულწლოვანი. ვინაიდან, ის მუხლი, რომლითაც გამოძიება დაწყებული იყო და ყველაზე მთავარი ხარისხია დაზიანების, რომ ეს არ არის მძიმე დაზიანება, რომელიც ბავშვებს ჰქონდათ. მათ არ დასჭირდათ ოპერაციები და ბუნებრივია ეს არის ძალიან კარგი. ძალიან სამწუხაროა, რომ სასამართლო არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, მაშინ როდესაც ჩვენ ვართ ხელშემკვრელი მხარე ადამიანი უფლებათა ევროპული სასამართლოსი და ზოგადად პრიორიტეტი არათუ არასრულწლოვნების შემთხვევაში, სრულწლოვნების შემთხვევაშიც, ენიჭება არასაპატიმრო ღონისძიებას, მით უფრო არასრულწლოვნის შემთხვევაში. მან პრაქტიკულად დააპატიმრა ბავშვი, რომელიც სწავლობს მე-12 კლასში წარჩინებით და ემზადება ეროვნული გამოცდებისთვის. აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იყო შუამდგომლობა ბრალდების მხარის და აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართელმ. გავასაჩივრებთ და ჩვენ დაველოდებით ექსპერტიზის დასკვნებს, რომელიც ჩატარდება იმ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და რომელიც საფუძველი გახდება ჩვენთვის, კიდევ ერთხელ მივმართოთ სასამართლოს“,- აღნიშნა ადვოკატმა. შეგახსენებთ, 31 იანვარს ყაზბეგის გამზირზე, "წითელ ბაღში" #35-ე სკოლის 2 მოსწავლე დაჭრეს. სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით 2000 წელს დაბადებული ა.ნ. დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს თბილისში, ალ.ყაზბეგის გამზირზე, ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე, ა.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ყოფილ თანაკლასელებს - 2000 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს და 2000 წელს დაბადებულ ი.ც.-ს ცივი იარაღით მუცლისა და გულმკერდის არეში თითო ჭრილობა, ხოლო 2000 წელს დაბადებულ ლ.ხ.-ს ხელზე მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)