14:18 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 18:34:11, 1688 ნახვა

კომენტარი
დავითაშვილი ხეების გადატანაზე: აქ არანაირი აპოკალიფსური და კატასტროფული არ ხდება

შავი ზღვის სანაპიროდან ასწლოვანი ხეების  დენდროლოგიურ პარკში გადატანის საკითხზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განმარტება გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, დენდროლოგიური პარკების მშენებლობა  საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოში დღეს მიმდინარე გადარგვის პროცესს, დავითაშვილის თქმით, აღნიშნული კანონის შესაბამისობაში ხორციელდება:

„არსებობს სპეციალური ნებართვები, განსაზღვრულია მთელი რიგი პირობები და კანონმდებლობა კიდევ ბევრ რამეს განსაზღვრავს, როცა ასეთი ტიპის ოპერაციები სრულდება.ასეთი ტიპის  ოპერაციების სწორად შესრულებაზე პასუხისმგებელია გარემოს  ზედამხედველობის დეპარტამენტი და თითოეულ პირობას, რომელიც გაცემულია, ჩვენ ვუკეთებთ მონიტორინგს. მერწმუნეთ, იქ მოხდება როგორც ნიადაგის რეკულტივაცია, ისე ბიოლოგიური  საფარის აღდგენა და აქ არანაირი აპოკალიფსური და კატასტროფული არ ხდება. პირიქით, ვფიქრობ, ეს გაზვიადებულია“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
თიბისის საერთაშორისო აღიარება - ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
მეუფე ნიკოლოზი - კანდიდატი კი იქნება მოსაყდრე, მაგრამ რამდენ ხმას მოაგროვებს, ამ წუთას არავინ არ იცის
პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილს შორის 1 საათიანი შეხვედრა დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics