|
2018-02-02 14:16:08, 1874 ნახვა
პოლიტიკა
კარასინი: ვაზიანი თანამედროვე საწვრთნელ ცენტრად გადაიქცა - ეს ჩვენში შეშფოთებას იწვევს
„ვაზიანი საკმაოდ თანამედროვე საწვრთნელ ცენტრად გადაიქცა საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. ეს ჩვენში და ჩვენს მეზობლებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეშფოთებას იწვევს“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა რუსულ სააგენტო ТАСС-თან ინტერვიუში განაცხადა. კარასინმა, საქართველოსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივასა და საქართველოსთვის დასავლური შეიარაღების მიწოდების გააქტიურებაზე ისაუბრა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში გამართულ ბოლო შეხვედრაზე, ერთ-ერთ საკითხად, ქართული მხარის ინიციატივით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დანაყოფების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლის „შეთანხმებაც“ განიხილეს. „შეთანხმებას ხელი მოეწერა რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირობისა და ინტერგაციის ხელშეკრულების ფარგლებში. ის განსაკუთრებით მიმართულია ახალგაზრდა რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ და არავისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს“, - განაცხადა კარასინმა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ აფასებს საქართველოსა და ნატოს მჭიდრო ურთიერთობას, კარასინმა განაცხადა, რომ ნატოს გააქტიურება შეშფოთებას იწვევს არა მარტო რუსეთში, არამედ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც. „ჩვენ ვხედავთ შეერთებული შტატებისა და ნატო-ს გააქტიურებას საქართველოში. არ დავასახელებ ციფრებს, მაგრამ შესამჩნევად გაატიურდა შეიარაღების მიწოდება. ვხედავთ, რომ ვაზიანი საკმაოდ თანამედროვე საწვრთნელ ცენტრად გადაიქცა საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. ეს ჩვენში და ჩვენს მეზობლებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეშფოთებას იწვევს. რაც შეეხება საქართველოს შესვლას ნატო-ში, მოდით ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და ოპტიმისტებად დავრჩეთ. ჩვენი მხრიდან რუსეთი გააგრძელებს მუშაობას, რათა არარეგიონალური სამხედრო-პოლიტიკური ბლოკები არ მოუახლოვდნენ ჩვენს საზღვრებს და არ გააუარესონ ის სირთულეები, რომლებიც ისედაც არსებობს ჩვენს მეზობლებთან“, - განაცხადა კარასინმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)