19:01 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 11:31:54, 1685 ნახვა

სამართალი
გახარია: გვაქვს ამბიციური გეგმა, ქართული პოლიცია გავხადოთ კიდევ უფრო ეფქტიანი

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავარი ამოცანაა, ქართული პოლიცია კიდევ უფრო ეფექტური გახდეს.

გახარიამ ამ მიზნის მისაღწევად შემუშავებულ გეგმაზე ისაუბრა. როგორც მან განმარტა, საპატრულო პოლიციაში სტრუქტურული რეფორმებისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია:

„ჩვენ შსს-ში გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა, გავხადოთ ქართული პოლიცია კიდევ უფრო ეფქტიანი, ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მათ შორის საპატრულო პოლიციის შემდგომ რეფორმირებას, კრიმინალური პოლიციის კომპლექსურ რეფორმას და საზღვრის ინტეგრირებულ მართავს. რეფორმების გარკვეული ნაწილი უკვე დაწყებულია. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპატრულო პოლიციაში სტრუქტურეული რეფორმებისათვის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია და თბილისის მთავარ სამმართელოში გამოყოფილია 5 ტერიტირიული სამმართველო, რომელთა გამოყოფამაც კიდევ უფრო გაზარდა მართვის ხარისხი და ოპერატიული რეაგირების სისწრაფე. დღეს საპატრულო პოლიციას ასევე სამართავად გადაეცა უკონტაქტო პატრული, რაც მთავარია, თბილისის ქუჩებში იზრდება ქვეითი პატრულ-ინსპექტორების რაოდენობა“,-განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics