|
2018-02-01 19:10:14, 981 ნახვა
რეგიონი
ხულოში დიდთოვლობის შედეგების სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა
აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. გაიმართა შტაბის სხდომა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა. მუნიციპალიტეტის ხელმძვანელ პირებთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად ზურაბ პატარაძემ სამსახურების უფროსებისგან სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. უამინდობამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც დღის განმავლობაში ელექტროენერგია 2 000 -მდე აბონენტს არ მიეწოდებოდა. რეგიონის ხელმძღვანელი დღესვე „ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმოამდგენლებს შეხვდა, რომლებიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციებზე არსებულ დაზიანებების აღმოფხვრაზე მუშაობენ. „ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრალური გზის მოწესრიგება. ვინაიდან, როგორც იცით აქტიური სამთო-სათხილამურო სეზონია. გოდერძის უღელტეხილზე დიდი რაოდენობით ტურისტი იმყოფება. სწორედ ამიტომ ჩვენ გვჭირდება უსაფრთხო გზა, უსაფრთხო მიმოსვლა, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველა სამსახურს მიეცა შესაბამისი დავალება, რათა დროულად მოხდეს გზების გაწმენდა" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. დღესვე, პატარძემ მთის განვთარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, გაზიფიცირება და ინფრასტრქუტურის გაუმჯობესება მთაში ვიზიტორებს მოიზიდავს. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, აჭარის მაღალმთიანეთში გზების გაწმედით სამუშაოებს 24 საათიან რეჟიმში 40 ერთეული ტექნიკა ახორცილებს. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრს აჭარბებს , ხოლო დაბლობში ნახევარ მეტრზე მეტია. უამინდობას ბათუმი-გოდერძის ხულოს მონაკვეთზე პორბლემები არ შეუქმნია. თუმცა უხვი ნალექის გამო შიდა სასოფლო გზებზე მოძრაობა ისევ შეზღუდულია, ხულოს მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის გამო 20 საბავშვო ბაღიდან სააღმზრდელო პროცესი არცერთში არ განახლებულა , სასწავლო პროცესი შეწყდა ასევე 33 საჯარო სკოლაში. (NS)
ევროკავშირმა პირველად დააწესა სანქციები ირანს ნავიგაციის თავისუფლების საფრთხის გამო
Bloomberg: ბრიტანელების ნახევარზე მეტი მხარს დაუჭერს ევროკავშირში დაბრუნებას
პარლამენტი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის წესებს ამკაცრებს - შესაძლოა აკრედიტაცია 1 წლით შეუჩერდეს მედიასაც
თავისუფლების მოედანი - შედეგებმა დაადასტურა სომხეთის ერთგულება ევროპული მომავლის მიმართ
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)