11:24 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-31 16:45:09, 1750 ნახვა

კომენტარი
გახარია: კრიმინალთან ბრძოლა შედეგიანი ვერ იქნება, თუ ადამიანის უფლებები შესაბამის დონეზე არ იქნება დაცული

„კრიმინალთან ბრძოლა შედეგიანი ვერ იქნება, თუ შესაბამის დონეზე ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თემასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს.

„ჩვენთვის ამ დეპარტამენტს  აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველ რიგში, შექმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი და ეს ლოგიკურად უნდა დავაკავშიროთ დღევანდელ ღონისძიებასთან.  ჩვენ აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად მივესალმებით და დავეთანხმეთ ერთიანი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას. ეს არის ის საფუძველი, რის ირგვლივაც  შემდგომ რეფორმები უნდა გავატაროთ.   კრიმინალთან ბრძოლა შედეგიანი  ვერ იქნება, თუ შესაბამის დონეზე ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული. რაც შეეხება ხელმძღვანელს, რამდენიმე კანდიდატურა განიხილება და ვფიქრობთ, რომ მომავალ კვირას უკვე მივიღებთ  გადაწყვეტილებას.  რაც შეეხება დეპარტამენტის თანამშრომლებს, ღია კონკურსია გამოცხადებული და ეს პროცესიც მიმდინარეობს“, - განაცხადა შს მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics