2018-01-30 16:36:52, 2098 ნახვა
მსოფლიო
სიცილიაში სპეცოპერაციის შედეგად 30-ზე მეტი მაფიოზი დააკავეს
სიცილიაში სპეცოპერაციის ფარგლებში 30-ზე მეტი მაფიოზი დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, კატანიაში იტალიის პოლიციამ სანტანჯელოს კლანის 33 წევრი დააკავა, რომლებიც მაფიოზურ დაჯგუფება „კოზა ნოსტრასთან“ არის დაკავშირებულნი.
დაკავებულების საქმიანობის ძირითადი სფერო ნარკოტიკები და შეიარაღებული თავდასხმაა.
პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული, ადგილობრივი მაფიის მეთაურის შვილიშვილია, რომელიც ოქტომბერშიც იყო დაპატიმრებული.
"კოზა ნოსტრას“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ეს რიგით მეოთხე ოპერაციაა. სამართალდამცველებმა „კოზა ნოსტრასთან“ მოკავშირე ერთ-ერთი კლანის 40-მდე წევრი 24 იანვარს დააკავეს.
მანამდე, პოლიციამ აგრიჯენტოს პროვინციაში 50 -მდე ადამიანი დააკავა. მათ შორის სან-ბიაჯო-პლატანის მერი. 22 იანვარს პოლიციამ დაჯგუფება „კამორას“ 45 წევრი აიყვანა.
ავტორი: ,