|
2018-01-29 18:31:41, 2393 ნახვა
პოლიტიკა
აბესაძე: სისხლის სამართლის კოდექსში დაანონსებული ცვლილება, მორიგი ფარსია
„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება. აბესაძის თქმით, მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლა დღესაც დასჯადი ქმედებაა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სისხლის სამართლის კოდექსს არა დანიშნულებისამებრ, არამედ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებს: ,,სისხლის სამართლის კოდექსში დაანონსებული ცვლილება, რომელიც თითქოს მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლას დანაშაულად აცხადებს, მორიგი ფარსია. ეს ქმედება დღესაც დასჯადია. პრობლემა ისაა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სისხლის სამართლის კოდექსს არა დანიშნულებისამებრ, არამედ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებს. ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში უამრავი შემთხვევა გვახსოვს როცა ხელისუფლება მართლმსაჯულების განხორციელებას და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას ხელს უშლიდა ან დღესაც უშლის. ამის მიუხედავად ჩვენ არ გვინახავს არცერთი დასჯილი მაღალჩინოსანი. ამის კარგი მაგალითი თუნდაც მუხთარლის საქმე, სადაც გამოძიება ჩიხშია შესული და ხელისუფლება დამნაშავეების დასასჯელად არაფერს აკეთებს. მსგავსია ბირჟა მაფიის შემთხვევაც. სიმღერისთვის დასაჯეს მუსიკალური ჯგუფი და ეს საქმე დღესაც გამოუძიებელია. გვახსენდება ციხეში წამებით მოკლული კორტავას საქმეც. ყველა ამ შემთხვევაში ხელისუფლების მაღალჩინოსნები ხელს უშლიდნენ და უშლიან გამოძიებას. ამ საქმეების გამოძიებას არ სჭირდება ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში. სიმართლის დადგენას სჭირდება ნება და კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის დაყენება. ამას ქართული ოცნება კი არ აკეთებს“,-განაცხადა აბესაძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)