18:37 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-29 16:31:41, 1987 ნახვა

საზოგადოება
4 თებერვლამდე საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონებში მცირე ნალექი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +5, +10, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0, +5 გრადუსი იქნება.

30 იანვრიდან 2 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსის ფარგლებში იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2-4 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. 3-4 თებერვალს კი, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +13, +18, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics