09:28 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-27 13:02:30, 2245 ნახვა

მსოფლიო
გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს

გერმანიაში, ქალაქ მაინცში ქურდობის ბრალდებით საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს, - ამის შესახებ ქალაქის პოლიციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 43 წლის ქალი და 46 წლის მამაკაცი. სამართალდამცველების თქმით, მათ ქალაქის ცენტრში მდებარე ტანსაცმლისა და პარფიუმერიის ძვირადღირებული ბრენდების მღაზიები რამდენჯერმა გაძარცვეს.

ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების თანახმად, დაკავებულების დანაშაული სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, რის შემდეგადაც ისინი ადგილზევე აიყვანეს.

მათ 6800 ევროს ღირებულების ნივთების ქურდობას ედავებიან.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეების ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები ამოიღო, ამ დროისთვის ისინი საპატიმრობაში არიან გადაყვანილი. გამოძიება მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics