11:16 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-26 19:10:52, 1843 ნახვა

კომენტარი
ჯანგირაშვილი: ირაკლი კობახიძე მგონი იმას მაინც მიხვდა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი საკმაოდ სერიოზული თემაა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მგონი მინიმუმ იმას მაინც მიხვდა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი საკმაოდ სერიოზული თემაა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა განაცხადა.

როგორც ჯანგირაშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, მიიჩნევს, რომ მომდევნო შეხვედრა უფრო ფართო მასშტაბიანი უნდა იყოს, რათა კერძო მედია ორგანიზაციებმა პარლამენტის სხვა წევრებს შესაბამისი არგუმენტაცია წარუდგინონ.

„საკითხი არის ძალიან რთული და ასე მარტივი და უხეში ლობირების გზით ამ საკითხის გატანა უბრალოდ არასწორია. ვთვლი, რომ ირაკლი კობახიძე ამ საქმის ერთ-ერთ მთავარი ლობისტია. არ მქონია ილუზია, რომ ამ შეხვედრით რაღაც რადიკალურად შეიცვლებოდა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, უმრავლესობის სხვა წევრებიც უნდა დავარწმუნოთ ჩვენი არგუმენტების სისწორეში. თავიდან პარლამენტის თავმჯდომარე საკმაოდ დესტრუქციული იყო, მაგრამ მგონი მინიმუმ იმას მიხვდა, რომ სერიოზული თემაა ეს. რაც შეეხება შემდეგ შეხვედრას, რომელიც სავარაუდოდ მომავალ კვირას გაიმართება, რა თქმა უნდა ველოდები შედეგს, რადგან ის იქნება შეხვედრა უმრავლესობის ნეიტრალურ წევრებთან, რომლებსაც არ აქვთ იმ თავითვე ჩამოყალიბებული პოზიცია, რომლებიც არ არიან ვასილ მაღლაფერიძის ლობისტები. მათთან შეხვედრიდან შედეგს ველოდები იმიტომ, რომ როდესაც ადამიანს უნდა მოისმინოს არგუმენტები და მხოლოდ ამის მიხედვით და შინაგანი რწმენით მიიღოს გადაწყვეტილება, ასეთ დროს ჩვენ შედეგი ყოველთვის გვაქვს. მაგრამ როდესაც ადამიანს წინასწარ აქვს გადაწყვეტილი რაღაც - ეს სულ სხვაა. მაგალითად: ეკა ბესელიასთან შეხვედრის აზრს საერთოდ ვერ ვხედავ, იმიტომ რომ რაც არ უნდა ვუთხრათ მას - ის მაინც იტყვის, რომ ჩვენ არ გვაქვს არგუმენტები ხოლო მისი არგუმენტები არის სწორი. ამიტომ ბესელიასნაირ ადამიანებთან შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ, მაგრამ საბედნიეროდ უმრავლესობაში ბევრი სხვაგვარად ფიქრობს და ჩვენი შეხვედრის გარეშეც ძალიან ბევრმა უკვე მესამე მოსმენით არ დაუჭირა მხარი ამ კანონპროექტს“, - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციამ მარტვილში ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
ევროპა მსოფლიოში სამხედრო ხარჯების ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა
აშშ-ის ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ტრამპის ვახშმის უსაფრთხოება, - The Washington Post
ივანიშვილის წარმომადგენელმა კირცხალიამ, მორიგი ჰომოფობიური განცხადება გააკეთა და ევროპა ქვეყნის საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics