10:16 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-26 16:09:11, 1791 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უარგუმენტოა

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უარგუმენტოა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობის თვითმოზანი ვეტოს დაძლევა არ არის.

"კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ რა პლუსებს და მინუსებს ვხედავთ ამ კანონპროექტში, რომ შევძლოთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. ვეტოსთან დაკავშირებით არგუმენტებს ველოდით, რომელიც კანონპროექტის მიზანშეუწონლობას დაასაბუთებდა. ვეტოს ტექსტში სამწუხაროდ არგუმენტები არ არის წარმოდგენილი. ჩვენ იგივე მდგომარეობა გვქონდა წინა 2 ვეტოს შემთხვევაში. მოტივირებული შენიშვნები ფორმალური და მშრალი სახით არის წარმოდგენილი. საუბარია იმაზე თუ რა არ მოწონთ, თუ რატომ არ მოწონთ ეს საერთოდ არ არის დასაბუთებული“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ფაქტობრივი უზუსტობებია. კერძოდ, მისი განმარტებით, შენიშვნებში წერია, რომ საქართველოში სარეკლამო ბაზარი შეზღუდული და კლებადია, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ საქართველოში სარეკლამო ბაზარი კლებადი არ არის.

„მაგალითად ნათქვამია, საქართველოში სარეკლამო ბაზარი შეზღუდულია და ამავე დროს კლებადი. შეზღუდული რას ნიშნავს ეს ცალკე თემაა, მაგრამ კლებას რაც შეეხება, ჩვენ მოვიძიეთ დამატებითი ინფორმაცია იმის თაობაზე, არის თუ არა კლებადი საქართველოს სარეკლამო ბაზარი, აღმოჩნდა რომ სარეკლამო ბაზარი საქართველოში კლებადი არ არის. ვეტოს ვკითხულობთ, 0 არგუმენტია წარმოდგენილი, რაღაც ცუდია, მაგრამ რატომ არის ცუდი ეს დასაბუთებული არ არის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ პარლამენტს პრეზიდენტს ვეტოს დაძლევა არ გაუჭირდება.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics