08:25 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-25 17:55:01, 2159 ნახვა

პოლიტიკა
ელჩი: სერბეთის პატრიარქმა დაადასტურა, რომ ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრა არაოფიციალური იყო

სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის იოსებ ნანობაშვილის განცხადებით, ქვეყნის პატრიარქი ადასტურებს, რომ მისი შეხვედრა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან არაოფიციალური იყო. 

ელჩი ვარაუდობს, რომ ბიბილოვმა სერბეთის საზღვარი რუსული პასპორტით გადაკვეთა.

“ბიბილოვმა გაიარა სერბეთის ტერიტორია, მაგრამ მას არც ერთი ოფიციალური შეხვედრა, სერბეთის ტერიტორიაზე არ ჩაუტარებია, მათ შორის არც საპატრიარქოში. დღეს საუბრისას ამ თემას ორივე მხარე შეეხო. სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა აღნიშნა, რომ ასეთი უსიამოვნო ინციდენტები სერბეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. საუბარიც არ არის რაიმე სახის ოფიციალურ შეხვედრაზე, თუმცა ყოველი ასეთი ინციდენტის აღმოჩენისას ამგვარ აქტებს დაგმობენ. სხვა მხრივ, ქვეყნების შორის თანამშრომლობა ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და აქ არანაირი ორაზროვნება არ არსებობს“, - განაცხადა იოსებ ნანობაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციაში შემავალ რესპუბლიკა ”სერბსკაში” 8-13 იანვრის იმყოფებოდა.  ბიბილოვი რესპუბლიკა ”სერბსკას” პრეზიდენტ მილორად დოდიკს და სერბეთის პატრიარქ ირინეოსს შეხვდა.

ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილებამ ანატოლი ბიბილოვის სერბეთის პატრიარქ ირინეოსთან შეხვედრის გამო, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილებას წერილით რამდენიმე დეკემბრის დასაწყისში მიმართა და ახსნა-განმარტებები სთხოვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics