|
2018-01-25 17:03:31, 1979 ნახვა
საზოგადოება
8 თებერვალს საქართველოში FIFA-ს მსოფლიო თასი ჩამოვა
თბილისის მერიის, ფეხბურთის ფედერაციისა და კოკა-კოლას პარტნიორობით, 8 თებერვალს, საქართველოში FIFA-ს მსოფლიო თასი ჩამოვა. მერიის ინფორმაციით, მსოფლიო თასის ტურის ორგანიზებას კოკა-კოლა უზრუნველყოფს, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივრებს სთავაზობს, საფეხბურთო სფეროში გამორჩეული ჯილდო საკუთარი თვალით იხილონ და მსოფლიოს უდიდეს სპორტულ ღონისძიებაში ჩაერთონ. ღონისძიების მიზანია ფეხბურთის, როგორც განსაკუთრებით პოპულარული სპორტული სახეობისა და მისით დაინტერესებული მილიონობით ადამიანის მხარდაჭერა. FIFA- ს მსოფლიო თასის ტური კოკა-კოლამ 2017 წლის სექტემბერს დაიწყო. ტური პლანეტის 6 კონტინენტის 50-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს და ცხრა თვის განმავლობაში 126000 კილომეტრს გაივლის. FIFA-ს მსოფლიო თასი თბილისის აეროპორტში 8 თებერვალს შემოვა. ამის შემდეგ თასი თბილისი მოლის შენობაში გადაინაცვლებს და მისი ხილვა ქართველ გულშემატკივარს თბილისი მოლის ცენტრალურ ატრიუმში, 13:00 საათიდან 18 :00 საათამდე შეეძლება. ყველა სიახლე, მათ შორის ღონისძიებების თარიღები, ექსკლუზიური ინტერვიუები, ფოტო-ვიდეო მასალა FIFA-ს მსოფლიო თასის ტურის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ FIFA-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.fifa.com/trophytour, ოფიციალურ Facebook გვერდზე www.facebook.com/trophytour და Instagram-ის გვერდზე https://www.instagram.com/trophytour/. FIFA-ს მსოფლიო თასი მსოფლიოში აღიარებული და ფასდაუდებელი სპორტული სიმბოლოა, მისი შეხება ადამიანების ძალზედ ვიწრო წრეს შეუძლია, მათ შორის FIFA-ს მსოფლიო თასის გამარჯვებულებს და სახელმწიფოს მეთაურებს. თასი ოქროსგანაა დამზადებული და 6.142 კილოგრამს იწონის. მისი ამჟამინდელი დიზაინი დასაბამს 1974 წლიდან იღებს. რეგულაციების თანახმად, თასი რჩება FIFA-ს საკუთრებაში, გამარჯვებულ გუნდს შეუძლია მხოლოდ დროებით დაიტოვოს იგი, ხოლო სამუდამო საკუთრებაში მათ გადაეცემათ თასის ასლი, რომელიც მოოქროვილია და მასზე დატანილია წელი, მასპინძელი ქვეყანა და გამარჯვებული გუნდის სახელწოდება.
(NS)
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
BOG Emolas Corporation-თან პარტნიორობს - კულტურული პროექტები აშშ-ში მყოფი ქართველებისთვის
გორში კაცი ცივი იარაღით დაჭრეს - პოლიციამ ერთი პირი დააკავა
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)