|
2018-01-25 16:23:53, 2851 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში ბრიტანული კომედიის „სტალინის სიკვდილი“ ჩვენება აიკრძალა
რუსეთის კულტურის სამინისტრომ ბრიტანული კომედიის „სტალინის სიკვდილის" ჩვენება დაბლოკა, - ამის შესახებ Currenttime იუწყება. როგორც რუსეთის კულტურის მინისტრმა ვლადიმირ მედინსკიმ განმარტა, კინოთეატრებში ფილმის ჩვენების აკრძალვა განპირობებულია იმით, რომ ფილმში ისტორიის დაცინვას აქვს ადგილი. "ძველი თაობის ბევრი ადამიანი და არა მარტო, აღიქვამენ ამ ფილმს როგორც შეურაცხმყოფელ დაცინვას საბჭოთა კავშირის მიმართ, ქვეყნის მიმართ, რომელმაც ფაშიზმი დაამარცხა, იმ ჯარის და ხალხის მიმართ, რომელიც იბრძოდა. რაც ყველაზე საშინელია, ფილმი დასცინის სტალინიზმის მსხვერპლ ადამიანებს. არსებობს მორალური ზღვარი კრიტიკულ ანალიზსა და დაცინვას შორის", - განაცხადა რუსეთის კულტურის მინისტრმა. რუსეთის კინემატოგრაფიის დეპარტამენტის წარმომადგენლის ოლგა ლუბიმოვას თქმით, ფილმის დაბლოკვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც "მისი ნაწილის საჯაროდ ჩვენების შემდეგ დადგინდა, რომ ფილმში არსებული ინფორმაცია ქვეყნის კანონით არის აკრძალული". მედია საშუალების ინფორმაციით, ფილმის დახურულ ჩვენებას ესწრებოდენ კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, დეპუტატები და საზოგადო მოღვაწეები. თავად რეჟისორის არმანდო იანუჩის თქმით, ფილმის მომზადების დროს კონსულტაციებს ექსპერტებთან და რუსეთის იმ მოქალაქეებთან გადიოდა, რომლებიც სტალინის დროს იზრდებოდნენ.
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)