07:16 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-25 11:22:45, 1515 ნახვა

კომენტარი
კვირიკაშვილი: საქართველო სერიოზულად იწყებს მომზადებას 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის

პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო სერიოზულად იწყებს მომზადებას 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის.

მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახთან გამართული შეხვედრის თაობაზე ისაუბრა:

„ამ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ, როგორ უნდა მოვემზადოთ მთელი ეს პერიოდი. ძალიან დიდი შედეგია ის, რომ უკვე მარტის დასაწყისში ჩამოდის სპეციალური დელეგაცია, რომელიც შეისწავლის არსებულ მდგომარეობას, მოახდენს იდენტიფიცირებას იმ მიმართულებების, ან თუნდაც ჩავარდნების, რომელთა განვითარება აუცილებელია, რათა საქართველოს ჰქონდეს ყველა შემადგენელი კომპონენტი, რომ კვალიფიცირდებოდეს ასეთი ტიპის უმაღლესი რანგის კონკურსებისთვის. თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩვენ ვაცხადებთ პრეტენზიას, რომ დღეიდან 12 წლის შემდეგ საქართველოში შეიძლება ჩატარდეს ზამთრის ოლიმპიური თამაშები, ძალიან დიდ ყურადღებასა მოიპყრობს საქართველოს მიმართ. ჩვენ გვექნება გაწერილი გეგმა, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის, არამედ ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების, ადგილობრივი ახალგაზრდების, ბავშვების ზამთრის სპორტის სახეობებში ჩართვის მიმართულებით. ეს იქნება მთელი მთავრობის სამოქმედო გეგმა, სადაც ჩართული იქნება აბსოლუტურად ყველა უწყება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ განაცხადს და დადებით ამბიციას ძალიან პოზიტიურად შეხვდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და აბსოლუტურად ყველანაირი დახმარება აღგვითქვა. ჩვენ მოვემზადებით იმ ვიზიტისთვის, რომელიც მარტში შედგება და დავიწყებთ კონკრეტული გეგმის განხორციელებას“, - განაცხადა პრემიერმა. მან ყურადღება გაამახვილა ასევე საფრანგეთთან სათავგადასავლო სკოლის ნაწილში დახმარების ხელშეკრულების გაფორმებაზე: „მთის მიმართულებით, არა მხოლოდ ზამთრის სპორტის სახეობებში, არამედ გიდებისა და მარშრუტების მომზადების და ა.შ პროცესში შეგვიძლია, მთელი ჩვენი სამთო რეგიონები ძალიან მნიშვნელოვნად ჩავრთოთ. ეს არ იქნება მხოლოდ შეძლებული ადამიანებისა და ტურისტებისთვის განკუთვნილი მიმართულება. არამედ, აქ შეიძლება მთელი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ჩაერთოს და მიიღოს კონკრეტული სარგებელი. გადამზადება გიდებად, იქნება ახალი შესაძლებლობა მთაში მცხოვრებთათვის, რომ დამატებითი შემოსავალი მიიღონ და, რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც 65%-ზე მეტი აქვს მთიანი მასივი. ეს არის უდიდესი სიმდიდრე, რომლის რეალიზაცია უნდა დავიწყოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი იქნება ძალიან სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლებისთვის, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში და არა მხოლოდ, რა თქმა უნდა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics