2018-01-24 12:52:05, 641 ნახვა
რეგიონი
აჭარაში 7 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაურეგისტრირდა
„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ 2018 წლის პროგრამის ფარგლებში 7 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაურეგისტრირდა.
რეგისტრაციის პროცედურა იუსტიციის სახლში გაიმართა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ბიჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებულია 115-მდე სახლის ან ბინის შეძენა. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი.
საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე დაესწრნენ. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2016 წელს ამოქმედდა, მას შემდეგ უსაფრთხო საცხოვრისი 207-მა ოჯახმა შეიძინა.
(NS)
ავტორი: ,