|
2018-01-23 20:33:27, 2195 ნახვა
პოლიტიკა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ, ბესელია მეორე ვადით აირჩიეს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, ეკა ბესელია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს. „ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობის ქვეკომიტეტი, რომელშიც მეორე ვადით მივიღე მხარდაჭერა თავმჯდომარეობის თაობაზე, მნიშვნელოვანი ქვეკომიტეტია, რომელიც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე წევრი ქვეყნების მდგომარეობას აკონტროლებს. ამ მხრივ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს 2016 წლიდან უკვე აქვს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების ზედამხედველობის ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმი",- განაცხადა ეკა ბესელიამ. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველო იმ ლიდერ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით, კარგი მაჩვენებელი აქვს. „მეორე ვადით ჩემი თავმჯდომარეობა გამოყენებულ იქნება იმისთვის, რომ მოეწყოს სპეციალური განხილვები, მოსმენები, თუ როგორ სრულდება ეს გადაწყვეტილებებები არა მხოლოდ საქართველოს მაგალითზე, არამედ ევროსაბჭოს წევრი სხვა ქვეყნების მაგალითზეც",- აღნიშნა ეკა ბესელიამ. ბესელია, ასევე მეორედ, ლორდ ბალფთან ერთად ვენეციის კომიისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოშიც აირჩიეს. ეკა ბესელია პირველად ქვეკომიტეტის თავმჯდომარე 2016 წლის 26 იანვარს გახდა. სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია 22 იანვარს დაიწყო და 26 იანვრამდე გაიმართება.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)