22:02 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-23 16:50:29, 2339 ნახვა

სამართალი
ზურაბ ჭანტურია: გამოძიების კითხვები 2010 წელს, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის წილების დათმობას ეხებოდა

„კითხვები ე.წ. სტამბოლის ბაზრობის წილების გადაფორმებაზე დამისვეს“ - ზურაბ ჭანტურიას გამოკითხვა დასრულდა

გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმის ფარგლებში დაკავებული შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას მამამ, ზურაბ ჭანტურიამ, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა დატოვა.

როგორც ზურაბ ჭანტურიამ 3-საათიანი დაკითვიხს შემდეგ ჟურნნალისტებს განუცხადა, გამომძიებელმა შეკითხვები 2010 წელს ე.წ. სტამბოლის ბაზრის წილების დათმობასთან დაკავშირებით დაუსვეს.  მისივე თქმით, წილი მას ზეწოლის შედეგად დაათმობინეს.

"კერძოდ აინტერესებდათ, რამდენი პროცენტი მქონდა ე.წ. სტამბოლის ბაზრობის წილის, ასევე როდის მოხდა ამ წილების გადაფორმება. 2010 წელს გადავაფორმეთ ეს წილები ხელისუფლების სასარგებლოდ", - განაცხადა ჭანტურიამ.

კითხვაზე ჰქონდა თუ არა მის შვილს, გიორგი ჭანტურიას გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან დაძაბული ურთიერთობა, ზურაბ ჭანტურიამ აღნიშნა, რომ დაძაბულობას გამორიცხავს.

"არამგონია, რომ დაძაბული ურთიერთობა ჰქონოდათ. ეს ინფორმაცია პირველად მესმის თქვენგან", - დასძინა ზურაბ ჭანტურიამ.

ცნობისთვის, ზურაბ ჭანტურია საქმის ფარგლებში დაკითხვაზე უკვე მეორედ იმყოფებოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
საქართველოში რუსულენოვანთა რაოდენობა თითქმის 19%-ით გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics