08:51 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-23 15:12:07, 1923 ნახვა

კომენტარი
მეზობელი: ანატოლი ბერძენიშვილი აშენებს ეკლესიებს და უფალთან ახლოს არის, ეს უსამართლობაა

ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილის მეზობლები და ახლობლები აცხადებენ, რომ მისი დაკავება მათთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.

ბერძენიშვილის მეზობლები მას დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ ის ქვეყნის მასშტაბით ტაძრებს აშენებდა.

"ყველაფერი არის უსამართლო. სჯობს დაიჭირონ მართლა დამნაშავეები, ვიდრე მოკიდონ ხელი ისეთ პატიოსან ადამიანს, როგორიც ანატოლი ბერძენიშვილია. ის ნამდვილად ოჯახის ადამიანია და უკვე 10 წელია ემსახურება ქვეყანას. აშენებს ეკლესიებს და უფალთან ახლოს არის. ეს არის უსამართლობა, მეტი არაფერი", - განაცხადა ბერძენიშვილის მეზობელმა ქალბატონმა "იმედის" ეთერში.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 22 იანვარს თბილისში, საქართველოს მოქალაქე ანატოლი ბერძენიშვილი დაააკავა. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე  დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის  მესამე ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტერორიზმის დაფინანსებას ,ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს,რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად  17 დან 20 წლამდე  ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics