|
2018-01-22 19:28:34, 2584 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს წამოვწევთ
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დელეგაციის ხელძღვანელმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა კომისრის პოსტზე წარდგენილ ერთ-ერთ კანდიდატურასთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობა საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. „ინიცირებული გვაქვს რეზოლუციის პროექტი, რომელმაც აქცენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგზე უნდა გააკეთოს. გვსურს ამ საკითხს საპარლამენტო ასამბლეაში კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი. ბატონ ლებორნს კითხვა დავუსვით სწორედ ოკუპირებული ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის აუცილებლობასთან დაკავშირებით. ის სრულიად იზიარებს, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება ე.წ. ნაცრისფერ ზონებში, ევროსაბჭოს ტერიტორიაზე, ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასება. პირობა მოგვცა, რომ მისთვის პრიორიტეტი იქნება ნაცრისფერი ზონები, სადაც ადამიანის უფლებების კუთხით ეფექტური მონიტორინგი ამ ეტაპზე არ ხდება",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სასესიო მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები: სოფიო ქაცარავა, ეკა ბესელია, ირინე ფრუიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი იღებენ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)