|
2018-01-22 14:04:09, 1726 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: შეგიძლიათ გადამაგდოთ თუნდაც ქართულ ციხეში, მაინც დავბრუნდები ჩემს საყვარელ პეჩორზე
„შეგიძლიათ გადამაგდოთ თუნდაც ქართულ ციხეში, მაინც დავბრუნდები ჩემს საყვარელ პეჩორზე და სულ სხვა ხალხს გავასამართლებთ“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართო პროცესზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც უკრაინის უშიშროების სამსახური ასაჩივრებს გადაწყვეტილებას, რომელიც მათ სასარგებლოდ იყო გამოტანილი. "ეს მიუთითებს იმაზე, რომ უწყებაში, სასამართლოში და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოროსნები სხედან. ვერავინ დააღწევს თავს მართლმსაჯულებას, ჩვენ წესრიგს დავამყარებთ. შეგიძლიათ გადამაგდოთ თუნდაც ქართულ ციხეში, მაინც დავბრუნდები ჩემს საყვარელ პეჩორზე და სულ სხვა ხალხს გავასამართლებთ. პატივს ვცემ სასამრთლოს. თავად ვარ იურისტი. გამოსვლები მქონდა ნიუ-იორკის სასაართლოებში არათუ კიევში. მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ პატივს არ ვცემ უკრაინის სასამართლო სისტემას, რადგენ ეს სისტემა პატივს არ სცემს ხალხს. მათ ჰგონიათ, რომ ყოველთვის ძალაუფლების სადავეებთან იქნებიან, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ ქუჩაში უამრავი ადამიანი გამოვა და ჩვენ წესრიგს დავამყარებთ. რაც არ უნდა აკეთოს პოროშენკომ, ასმაგათ მიუბრუნდება. როგორც არ უნდა ეცადოს ჩემს გაძევებას, ის უკრაინელ ხალხს მაინც ვერ დაასუსტებს. ძალიან ვამაყობ, რომ ქართველ ვარ, მაგრამ ასევე ვამაყობ, რომ უკრაინის მოქალაქე ვარ", - განაცხადა სააკშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)