23:01 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-20 11:39:30, 1940 ნახვა

სამართალი
გამთენიისას, საზმაუს შესასვლელის მინები ჩაამსხვრიეს - დაკავებულია 2 პირი

გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესასვლელის მინები ჩაამსხვრიეს.

საზმაუს ინფორმაციით, დაცვის თანამშრომლებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან უთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ორი პირია დაკავებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ადმინისტრაციულ სამარტალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით ორი პირი: 1997 წელს დაბადებული გ.ხ. და 1998 წელ დაბადებული ი.ტ. დააკავეს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა  დაკავებამდე  პირველი არხის შენობის წინა ფასადური მინა დააზიანეს. ფაქტზე  გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს და დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics