|
2018-01-19 20:09:36, 3271 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 20-23 იანვარს, ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვევა. ირაკლი კობახიძე შეხვედრებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან, ქვეყნის ოლიი მაჯლისის სენატის თავმჯდომარე ნიგმატილა იულდოშევთან და საკანონმდებლო პალატის თავმჯდომარე ნურდინჟონ ისმოილოვთან გამართავს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ოლიი მაჯლისს შორის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი. დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულაზიზ კამილოვთან, ინვესტიციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე აზიმ ახმედხაჯაევთან, ტურიზმის განვითარების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე აზიზ აბდუხაკიმოვთან და სამარყანდის ოლქის მერთან, ტურაბჟონ ჯურაევთან. ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უზბეკეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის საფლავსა და დამოუკიდებლობისა და ჰუმანიზმის მონუმენტს ყვავილებით შეამკობს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სამარყანდის ღირსშესანიშნაობებსა და თემურიდების ისტორიის სახელმწიფო მუზეუმს დაათვალიერებს. საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში დეპუტატები: ზვიად ძიძიგური, სიმონ ნოზაძე, კახა ოქრიაშვილი, ენზელ მკოიანი, ლევან ბეჟანიძე, ბექა ოდიშარია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)