16:43 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-18 12:13:42, 1705 ნახვა

საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 47%-ისთვის გურამ კაშიას ქმედება მიუღებელია, 46%-ისთვის კი - მისაღები

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტუტის (NDI) 2017 წლის დეკემბრის თვეში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის  შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის, 52%-ის განცხადებით, იცოდნენ, რომ ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბის "ვიტესის" კაპიტან გურამ  კაშიას  15 ოქტომბრის მატჩზე სექსუალური უმცირესობების უფლებების  მხარდასაჭერად ცისარტყელას ფერების კაპიტნის სამკლაური ეკეთა. 43% ამბობს, რომ არ იცის.

გამოკითხულთა 47% მიიჩნევს, რომ კაშიას ქმედება მიუღებელია, 46%-ისთვის მისაღებია,  ხოლო 7% -მა არ იცის.

"არ მომეწონა კაშიას ქმედება, მაგრამ მას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება"-ამ მოსაზრებას  გამოკითხულთა 20% ეთანხმება,76% კი არა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით, ხოლო გამოკითხვას ატარებს CRRC საქართველო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics