|
2018-01-18 10:21:23, 2177 ნახვა
პოლიტიკა
ანდრეი პარუბი: საქართველო გვაფრთხილებდა, რომ შემდეგი შეიძლებოდა უკრაინა ყოფილიყო და ასეც მოხდა
უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის ანდრეი პარუბის განცხადებით, უკრაინა მზადაა საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. მისივე თქმით, მიმდინარე წელს საქართველო და უკრაინა დამოუკიდებლობის მოპოვებისა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 100 წლისთავს აღნიშნავენ, რაც ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღია. ანდრეი პარუბიმ საქართველოსა და უკრაინის წინაშე მდგარი საერთო გამოწვევების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მათთან გასამკლავებლად, განსაკუთრებული მნიშვნელობა რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას ენიჭება. უმაღლესი რადას თავმჯდომარის თქმით, ამ მიზნით, მიმდინარე წლის მარტში, მოლდოვაში, პარლამენტების თავმჯდომარეების შეხვედრა გაიმართება. „ვიცით, თუ რა საერთო გამოწვევებია ჩვენი ქვეყნების წინაშე - ეს არის რუსეთის აგრესია. კარგად გვახსოვს რა მოხდა 2008 წელს. საქართველო გვაფრთხილებდა, რომ შემდეგი შეიძლებოდა უკრაინა ყოფილიყო და ასეც მოხდა. დღეს ჩვენ ვიზიარებთ იმ გამოცდილებას, რომელიც საქართველოს ამ კუთხით გააჩნია და ვაგრძელებთ თანამშრომლობას. ვიცით, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს რუსეთის აგრესიას და ამ კუთხით, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას. მარტში, კიშინიოვში პარლამენტების თავმჯდომარეების შეხვედრა გაიმართება, სადაც, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეები. ეს მნიშვნელოვანია შავი ზღვის და ბალტიის ზღვის ქვეყნებს შორის რეგიონალური თანამშრომლობის განვითარებისთვის. რეგიონალური თანამშრომლობა და რეგიონალური ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის და ვიმედოვნებ, რომ საქართველო და უკრაინა უახლოეს მომავალში დასავლური სტრუქტურების სრულყოფილი წევრები გახდებიან",- განაცხადა პარუბიმ. უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის თქმით, შეხვედრაზე ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და აბრეშუმის გზის პროექტს შეეხო. მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია. „ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობას დიდი პოტენციალი აქვს. ასევე, საუბარი შეეხო აბრეშუმის გზის ინიციატივის განხორციელებას. უკრაინას შეუძლია, ამ პროექტში აქტიური მონაწილეობა მიიღოს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტიმული იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარდეს და უახლოეს მომავალში გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნები",- განაცხადა პარუბიმ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)