23:15 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-15 20:18:57, 2149 ნახვა

სამართალი
სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ბ.ჯ. დამნაშავედ სცნო და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის  9 ივლისს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ. ბათუმში ბ.ჯ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული ფიზიკური დაპირისპირებისას, მოკვლის განზრახვით ზ.ჯ.-ს მჭრელი საგნით  გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ზ.ჯ. სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ბ.ჯ. 2017 წლის 10 ივლისს ქ.ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბ.ჯ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  8  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics