06:45 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-15 15:40:33, 1585 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე: ერთადერთი სწორი გამოსავალი, მუხთარლის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაა

,,საერთაშორისო ზიანი, რომელიც საქართველომ აფგან მუხთარლის საქმიდან გამომდინარე მიიღო, უფრო ღრმავდება’’, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე ევროკავშირის და აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებს.

მან  პარლამენტის შიგნით, საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის რეზონანსული საქმე და „მთავრობა მის მიჩქმალვას ვერ შეძლებს“.

,,ჩვენ ვნახეთ განცხადებები, რომელიც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა ევროკავშირმა და აშშ-მ გააკეთეს. აქედან სწორი გამოსავალი ახლა არის ის, რასაც ევროპული საქართველო ბოლო თვეებია მთავრობას სთავაზობს - საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტის შიგნით, გამჭვირვალე გამოძიების წარმოება, რომელსაც ექნება ყველანაირი ლეგიტიმაცია რომ დადოს სწორი დასკვნები და რა თქმა უნდა ამის შედეგი უნდა იყოს კონკრეტული პიროვნებების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი. მთავრობის დამოკიდებულება, რომ მიჩქმალოს ეს თემა თითქოს არაფერი მომხდარა იქნება უეფექტო. ეს არის ძალიან რეზონანსული საქმე. გაჩუმებით და არაფრის კეთებით ეს საქმე არ მოგვარდება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics