04:54 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-15 15:13:45, 1781 ნახვა

კომენტარი
„მინდა ყველას ძალიან დიდი ბოდიში მოვუხადო“ - აბესაძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

თბილისის მერიის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ოთარ აბესაძემ, წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

როგორც აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის სასამართლოს მიერ დაკისრებული ყველა ვალდებულების შესრულებას აპირებს. მან საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და შექმნილი ვითარებისთვის ბოდიში მოიხადა.

"მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანს რომლებმაც ასეთი სოლიდარობა გამოიჩინეს ჩემს მიმართ. ასევე მინდა ძალიან დიდი ბოდიში მოვუხადო ყველას, ამ შექმნილი ვითარების გამო, ამ უხერხულობისთვის და მდგომარეობისთვის. ზედმიწევნით ვაპირებ აბსოლუტურად ყველაფერი შევასრულო რაც ამ ეტაპზე სასამართლომ დამაკისრა. გაგრძელდება პროცესები და თქვენც ყველაფერს დააკვირდებით. დანარჩენზე ჩემი უფლებადამცველები ისაუბრებენ", - განაცხადა ოთარ აბესაძემ.

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ აღვკეთის ღონისძიება - პატიმრობა, მას 10 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა. თბილისის მერიის ყოფილმა მაღალჩინოსანმა საქალაქო სასამართლო ოჯახის წევრებთან ერთად დატოვა. აბესაძე 2017 წლის 12 ივლისს ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics