15:34 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-15 14:09:14, 1911 ნახვა

საზოგადოება
მერია მუნიციპალური სერვისების მიწოდებას ცენტრალიზებულად უზრუნველყოფს

თბილისის მერიაში მუნიციპალური სერვისების ცენტრალიზება და მისი ერთ სივრცეში მოქცევა იგეგმება.

ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სტრუქტურული რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ამ მიზნით, მერიის ყველა სტრუქტურული ერთეულიდან და გამგეობებიდან გამოიყოფა აღნიშნული ფუნქცია და მისი ცენტრალიზება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში მოხდება.

“შესაბამისი სამსახურები და განყოფილებები აქვს  როგორც მერიას, ისე ათივე გამგეობას, არქიტექტურის სამსახურს და ქონების მართვის სამსახურს. რეფორმის ფარგლებში ეს ფუნქციები და ის პერსონალი, რომელიც ამ სერვისებს ახორციელებს, გაერთიანდება ერთ ორგანიზაციაში. ეს არის მუნიციპალური სერვისების განვითარების სამსახური -არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც დღეს უკვე არსებობს. ამ რეფორმის მიზანი არის მომსახურების ერთიანი, მაღალი სტანდარტის დანერგვა, „ერთი სარკმლის“ პრინციპით მომსახურება და რაც ყველაზე მთავარია, მომსახურების ცენტრალიზება. აქამდე, რაიონული გამგეობის მომსახურე პერსონალის კომპეტენცია, მათი მომსახურების სფერო ვრცელდებოდა მხოლოდ რაიონული მასშტაბით. რეფორმის შემდეგ, ყველა ეს თანამშრომელი მომსახურებას გასწევენ არა რაიონული, არამედ მუნიციპალური მასშტაბით, ანუ, ჩვენს მოქალაქეებს არ მოუწევთ გადაადგილება შორ მანძილზე, შეძლებენ ნებისმიერ გამგეობაში და ნებისმიერი მომსახურების ცენტრში მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიიღონ მუნიციპალური სერვისები“ - განმარტა თბილისის ვიცე-მერმა. 

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics