14:34 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-15 13:27:46, 2076 ნახვა

საზოგადოება
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ახალი ფუნქციები ემატება

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ახალი ფუნქციები ემატება.

ამის შესახებ მერიის სტრუქტურულ პრეზენტაციაზე ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

სამსახურს ორი ძირითადი მიმართულება ექნება: ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრა და ურბანული პოლიტიკის შემუშავებაში, გატარებაში და ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვაში მონაწილეობა.

„ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ორი ახალი მიმართულება ემატება: ეს არის სატრანსპორტო პოლიტიკის განსაზღვრა, რაზეც, სამწუხაროდ, აქამდე ნაკლებად იყო ყურადღება გამახვილებული და ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რითიც უნდა დაკავდეს ტრანსპორტის საქალაქო სამსახური. უნდა არსებობდეს ტრანსპორტის განვითარების გრძელვადიანი ხედვა და ამის შესაბამისად უნდა დაიგეგმოს ქალაქმშენებლობითი პროცესები. რასაკვირველია, საჭიროა ისევ და ისევ ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურთან კოორდინაცია, თითოეულ გადაწყვეტილების მიღების პროცესის დასაწყისშივე მონაწილეობა იმისთვის, რომ მომდევნო ეტაპზე, უკვე მშენებლობის ნებართვის გაცემის ეტაპზე არ გვჭირდებოდეს  იმაზე ფიქრი, შეექმნება თუ არა ტრანსპორტს პრობლემა. დაგეგმარების ეტაპზევე უნდა მოხდეს ამ სამსახურის ჩართვა და ამით დაზღვეულები ვიქნებით ყოველგვარი პრობლემებისგან, რაც შეიძლება ტრანსპორტის სისტემაში განვითარდეს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics