|
2018-01-15 11:20:09, 1867 ნახვა
სამართალი
ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის ბრალდებული ვ.ა. დამნაშავედ სცნო და სასჯელის სახედ და ზომად 1 თლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიების ინფორმაციით, 2017 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვ.ა.-მ ყოფილ მეუღლეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ხელებს უჭერდა სახისა და ყელის არეში, ასევე ვ.ა.-მ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეს სახის არეში ხელი დაარტყა. „სამართალდამცველებმა ვ.ა. 2017 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით(ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.ა. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)