|
2018-01-15 09:59:35, 2130 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირი აფგან მუხთარლის საქმის გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვს
ევროკავშირი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის 6-წლიან პატიმრობას ეხმაურება. გაერთიანება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ჟურნალისტის მიმართ, 12 იანვარს, ბალაკნის სასამართლოს მიერ გამოტანილმა ვერდიქტმა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან, მათ შორის აზრის გამოხატვის თავისუფლების, თავისუფალი მედიისა და აზერბაიჯანში კანონის უზენაესობის კუთხით, სერიოზულ კითხვებს აჩენს. ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ მუხთარლის საქართველოდან სავარაუდო გატაცების ფაქტი, რომელსაც შემდგომ აზერბაიჯანში მისი დაკავება მოჰყვა, დეტალური და გამჭვირვალე გამოძიება სჭირდება. "თავისუფლების აღკვეთის ყველა შემთხვევა, რომელიც უკავშირდება სიტყვის თავისუფლებას, სასწრაფოდ უნდა იყოს განხილული აზერბაიჯანში და ამის შემდეგ, ყველა პირი უნდა იყოს გათავისუფლებული, აზერბაიჯანის საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში", - აღნიშნულია განცხადებაში. 2017 წლის 29 მაისს აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს. მას ბრალი 3 მუხლით ედება: საზღვრის უკანონო გადაკვეთა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და კონტრაბანდა. როგორც ამბობენ, არადეკლარირებული 10 ათასი ევრო აღმოუჩინეს ჯიბეში. თავად მუხთარლი ამტკიცებს, რომ ის თბილისიდან პოლიციელის ტანსაცმელში მყოფმა ქართულად მოლაპარაკე პირებმა გაიტაცეს. ბალაკნის სასამართლომ თბილისიდან გატაცებული აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მუხთარლი ოჯახთან ერთად საქართველოში 2 წლის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად. როგორც ის აცხადებდა, ამის მიზეზი აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან მასზე ზეწოლის განხორციელება გახდა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)