|
2018-01-15 09:46:53, 1953 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ლატვიას ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 15-17 იანვარს, ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკას ეწვევა პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, იგი შეხვედრებს ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რაიმონდ ვეიონისთან და სეიმის თავმჯდომარესთან, ინარა მურნიეცესთან გამართავს. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე და ინარა მურნიეცე საქართველოს პარლამენტსა და ლატვიის რესპუბლიკის სეიმს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერენ ხელს. მემორანდუმი საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავებას, საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციებში კოორდინირებულ თანამშრომლობასა და პარლამენტების აპარატების თანამშრომლებისთვის გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას ითვალისწინებს. დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტ ინეტა ზიემელესთან, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩთან, ეკონომიკის მინისტრ არვილს აშერადენსთან და ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორ იანის სარტსსთან. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ლატვიის ოკუპაციის მუზეუმს დაათვალიერებს და თავისუფლების მონუმენტს ყვავილებით შეაკობს. ირაკლი კობახიძე და დელეგაციის წევრები ლატვიის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ხელოვნების ეროვნულ მუზეუმს ეწვევიან და ძველ რიგას დაათვალიერებენ. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ხულორდავა, ეკა ბესელია, აკაკი ზოიძე, ვანო ზარდიაშვილი, ბექა ოდიშარია, რამაზ ნიკოლაიშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)