|
2018-01-12 15:47:20, 3506 ნახვა
ეკონომიკა
საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ ახალი სახელით გააგრძელებს საქმიანობას
საქართველოში ერთერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ საქმიანობას განაგრძობს ახალი სახელით - „საქართველოს კაპიტალი“ (Georgia Capital). კომპანიის ახალი სახელი, „საქართველოს კაპიტალი“ უკეთ ასახავს კომპანიის ფოკუსს, რომელიც საქართველოში უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვასა და ქართულ კომპანიებში ინვესტირებას გულისხმობს, მათი შემდგომი განვითარების მიზნით. მას შემდეგ, რაც 2018 წლის პირველ ნახევარში საბოლოოდ დასრულდება საინვესტიციო და საბანკო მიმართულების გამიჯვნა, ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი იქნება ორი დამოუკიდებელი კომპანია: „Georgia Capital PLC“ და „Bank of Georgia Group PLC“. 2018 წლის თებერვლის ბოლომდე „საქართველოს კაპიტალის“ თანამშრომლები, მენეჯმენტის გუნდის ჩათვლით, გადაინაცვლებენ ახალ სათავო ოფისში, მისამართზე: ტატიშვილის ქ. 3/5.
(R)
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)