|
2018-01-12 14:16:35, 2233 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანის პროკურატურამ აფგან მუხთარლისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა
აზერბაიჯანში, ბალაკნის სასამართლოში თბილისიდან გატაცებული ჟურნალისტის აფგან მუხთარლის პროცესი მიმდინარეობს, - ამის შესახებ MeydanTv იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სასამართლო პროცესი ჟურნალისტებისთვის დახურულია. დაცვის მხარემ ჟურნალისტების არ შეშვების საკითხი გააპროტესტა, თუმცა სასამართომ სხდომა მაინც დახურულად გამოაცხადა. საქმის პროკურორმა აფგან მუხთარლისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატები მუხთარლის უდანაშაულოდ ცნობას ითხოვენ. თავად ჟურნალისტმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ საქმე ფალსიფიცირებულია და მისი დაპატიმრება ქვეყნის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პირადი დაკვეთაა. მედიის ცნობით, მოსამართლე განაჩენს 14:30-ზე გამოიტანს. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან მიმდინარე წლის 29 მაისს გაიტაცეს. მოგვიანებით ის აზერბაიჯანის საზღვარზე "დააკავეს". მას ბრალი 3 მუხლით ედება: საზღვრის უკანონო გადაკვეთა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და კონტრაბანდა. მას არადეკლარირებული 10 ათასი ევრო აღმოუჩინეს ჯიბეში. ამჟამად მუხთარლი აზერბაიჯანში წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იმყოფება. საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანელი რედაქტორის გათავისუფლებას მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ მუხთარლი ოჯახთან ერთად საქართველოში 2 წლის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად. როგორც ის აცხადებდა, ამის მიზეზი აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან მასზე ზეწოლის განხორციელება გახდა.
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)