2018-01-11 20:56:32, 2353 ნახვა
საზოგადოება
„მორჩით ხალხთან ომს“ - თემირლან მაჩალიკაშვილის სოლიდარობის აქცია დასრულდა
არასამთავრობო სექტორის მიერ ორგანიზებული თემირლან მაჩალიკაშვილის სოლიდარობის აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა.
აქციის ლოზუნგი : "სოლიდარობა პანკისს: პანკისი შორს არაა!" იყო.
აქტივისტები ხელისუფლებისგან საქმის დროულ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვდნენ. არასამთავრობო სექტორი ასევე პარლამენტის მიერ კონტროლის მექანიზმების შესაბამის უწყებებთან მიმართებით გაძლიერებასა და პოლიტიკური მიზნებით პანკისის ხეობის გამოყენების შეწყვეტას ითხოვდნენ.
როგორც ისინი აცხადებდნენ, თუ მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სიმართლის დადგენა ადგილობრივ დონეზე არ მოხდება, ისინი პროცესში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ჩართავენ.
ავტორი: ,