|
2018-01-10 21:16:33, 2098 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ხობში მომხდარ ავტოავარიაზე, რომელსაც სამართალდამცველი ემსხვერპლა, გამოძიება დაიწყო
ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოავარიასთან დაკავშირებით, რომელსაც სამართალდამცველის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოძიება პროკურატურამ დაიწყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია). ცნობისთვის, ხობში შსს-ს განსაკუთრებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტომობილი, რომელშიც 6 სამართალდამცველი იმყოფებოდა, ავარიაში მოჰყვა. ავარიის შედეგად, ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. რაც შეეხება დაშავებულებს, დეპარტამენტის ხუთი თანამშრომელი მკურნალობას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში განაგრძობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)