|
2018-01-10 17:36:35, 1740 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ხორავაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდების მტკიცებულებები კანონიერი გზით მოპოვებულად მიიჩნია
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკუროსის ზვიად ფხაკაძის ინფორმაციით, სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა დოკუმენტაცია, ასევე ნივთიერი მტკიცებულებები კანონიერი გზით მოპოვებულად მიიჩნია. როგორც პროკურორმა აღნიშნა, სასამართლომ დაადგინა, რომ მტკიცებულებების მოპოვების პროცესში არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. "სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა დოკუმენტაცია, ასევე ნივთიერი მტკიცებულებები სასამართლომ კანონიერი გზით მოპოვებულა მიიჩნია. სასამართლომ აღნიშნა, რომ მტკიცებულებების მოპოვების პროცესში არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, როგორც საქართველოს კანონმდებლობით ასევე ევროსასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით. სასამართლომ აღნიშნული მტკიცებულებები მიიჩნია დასაშვებად და აღნიშნა, რომ საქმის არსებით განხილვაზე მტკიცებულებების განხილვა მოხდეს სრული მოცემულობით. არსებითი განხილვის სტადიაზე ბრალდების მხარე უზრუნველყოფს მათ კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოკვლევას და დარწმუნებული ვარ, რომ ბრალდებულების არაკანონიერი ქმედება დადასტურდება", - განაცხადა საქმის პროკურორმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)