|
2018-01-10 17:24:17, 1852 ნახვა
სამართალი
ბორზიევის ადვოკატი: აღკვეთის ღონისძიება იმიტომ არ გაუქმდა, რომ საქმეში სიტყვა ტერორიზმია გაჟღერებული
ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულის შოაიფ ბორძიევის ადვოკატის იმედა ქარქაშაძის განცხადებით, დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების გაუქმებას საფუძვლიანად ითხოვდა. თუმცა, როგორც ადვოკატმა განმარტა, სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა საქმის შინაარსიდან გამომდინარე არ დააკმაყოფილა. "მოვითხოვეთ აღკვეთი ღონისძიების გაუქმება - პატიმრობა. ამას ვითხოვდით საკმაოდ საფუძვლიანად, მაგრამ მიუხედავად ამისა, ალბათ იმიტომ არ გაუქმდა აღკვეთი ღონისძიება ვინაიდან ამ საქმეში ზოგადად სიტყვა ტერორიზმია გაჟღერებული. საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით, სანამ არ შევუთანხმდები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს", - განაცხადა იმედა ქარქაშაძემ. ცნობისთვის, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულებს ზურაბ გორნაკაშვილს და შოაიფ ბორძიევს წინასწარი პატიმრობის ვადა 22 თებერვლამდე გაუგრძელა. შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)